ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს ტერიტორია ოდითგანვე იწვევდა დიდ ინტერესს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტებით.

2006 წლიდან თვითმმართველობის სისტემის საკანონმდებლო რეფორმის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონს ეწოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს - 36 711 ჰა, მოსახელობა - 63 300 კაცი, მათ შორის: 32 452 ქალი და 30 848 მამაკაცი. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა შეადგენს - 16 551.