გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს. მოქალაქეთა მიერ შემოტანი განცხადებების ოპერატიულად განხილვის მიზნით კვირაში მუნიმუმ 2 სხდომა ტარდება.
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 13 საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე საკუთრების უფლების მოწმობის იდენტურობის დადგენასთან და საკუთრების უფლების აღიარების დაკავშირებით იმსჯელეს, რის შემდეგაც 9 დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს, აჭარის ა.რ გარემოს დაცვის სამმართველოსა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.