გამგებელმა სარფის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა

ხელვაჩაურში მოქმედ 4 საჯარო სკოლას წინასაახალწლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 3 000 ლარის წიგნები გადაეცემა. სარფის, ყოროლისთავის, კირნათის და მარადიდის საჯარო სკოლებისთვის გამგეობამ სულ 200 დასახელების ისტორიული, ეროვნული, უცხოური, საბავშვო და თანამედროვე ლიტერატურა შეიძინა. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სასახურის უფროსთან ქეთევან დევაძესთან ერთად სარფის საჯარო სკოლის ბიბლითეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. მუნიციპალიტეტმა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოები დირექციის თხოვნის საფუძველზე შეიძინა.