გამგებელმა ორთაბათუმში ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა

გამგებელმა ორთაბათუმში ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა

    დღესვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ორთაბათუმის ცენტრში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ შენობაში სამომავლოდ სოფლის ამბულატორიის გათავსებაც არის დაგეგმილი. გამგებელმა შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაიწუნა და კომპანიის წარმომადგენელს ხარვეზების დაუყონებლივ გამოსწორებისკენ მოუწოდა. ობიექტზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მეფური" აწარმოებს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 611 ლარია გამოყოფილი.