ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი იწვევს მოხალისეებს სხვადასხვა თემატიკის კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. თუ თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდობის ცენტრში ჩაატაროთ ტრენინგი, წარუძღვეთ დისკუსიას ან სემინარს, განახორციელოთ თავისუფალი პროექტი ახალგაზრდებთან ერთად, განიხილოთ წიგნი ან ფილმი ახალგაზრდებთან ერთად, განახორციელოთ სხვა შესაბამისი თემატიკის ღონისძიება და მზად ხართ აქტივობებს წარუძღვეთ მოხალისეობრივ საწყისებზე, გთხოვთ შეავსოთ თანდართული ბმული. https://docs.google.com/forms/d/1Xd6EhyJ7x2jMfG3oXgiFfRH9tyDYUUl5z86IpVneh1o/viewform?edit_requested=true#responses