გაერთიანებული კომისიის სხდომაზე 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე იმსჯელეს

გაერთიანებული კომისიის სხდომაზე 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა  და ინფრასტრუქტურის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიების  გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14  საკითხს უყარეს კენჭი.

სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხის მომხსენებლებმა დეპუტატებს    2018 წელს  ინფრასრტუქტურული, სოციალური დაცვის,  ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და სპორტის შესახებ დაგეგმილი ღონისძიებები  და პროგრამები გააცნეს.

 

სხდომას   სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა  და ინფრასტრუქტურის საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომებს   საკრებულოს 18   წევრი ესწრებოდა.