ფოტოკონკურსს თემაზე: "ღირსშესანიშნაობა ჩემს თემში".

ფოტოკონკურსს თემაზე: "ღირსშესანიშნაობა ჩემს თემში".
 ძვირფასო ახალგაზრდებო!
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი, ტურიზმის კლუბის ფარგლებში ი წ ყ ე ბ ს ფოტოკონკურსს თემაზე:
"ღირსშესანიშნაობა ჩემს თემში".
 პროექტში მონაწილეობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 3 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით, უნდა გადაიღონ ღირსშესანიშნავი ადგილის ფოტო თავიანთ სოფელში და გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: khelvachauriyouthcenter@gmail.com.
ფოტოს თან უნდა ერთვოდეს ავტორის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, საცხოვრებელი, სასწავლებელი და ტელეფონის ნომერი.
 ფოტო არ უნდა იყოს ატვირთული ინტერნეტსივრცეში და არ უნდა იყოს დამუშავებული.
ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ფოტოები აიტვირთება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე, სადაც 12 ივნისს 18:00 საათზე, ფეისბუქ მომხმარებლების მიერ, ყველაზე მეტი რეაქციით გამოვლენილი ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ფოტოს ავტორი
წახალისდება წიგნების მაღაზიის ვაუჩერით.
 გისურვებთ წარმატებებს!