ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრა ხელვაჩაურში

 ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრა ხელვაჩაურში

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ქალ ფერმერებთან და გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა, შემდგომი აქტივობების განხილვა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. 
სამუშაო შეხვედრა „UNDP“ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახმა" გაუწია.