ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 2018 წლის 21 აგვისტოს ჩატარდება.
სხდომის დღის წესრიგი:

1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.განკარგულების პროექტი-„იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის-„ადამიანის უსაფრთხოების“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაზე გრანტის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თანხმობის შესახებ“.
მომხსენებელი: არჩილ მხეიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში, სოფელ ახალისოფელში და სოფელ ავგიაში მდებარე გარე განათების ბოძების შ.პ.ს. „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი გზით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

4.განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #03 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

5. სხვადასხვა