"ეკოლოგიური წიგნიერების პროგრამა" (EN)

22 მაისს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში "ეკოლოგიური წიგნიერების პროგრამა" დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე" შავი ზღვის ეკოლოგიური როლი და თანამედროვე გამოწვევები", გაიმართა კრეატიული აქტივობები. შეხვედრას წარუძღვენ ორგანიზაცია "მწვანე სექტორის"ხელმძღვანელი ილია გუჩმანიძე და ასოციაცია "ფლორა და ფაუნის"აღმასრულებელი დირექტორი-რამაზ მიქელაძე. პროგრამაში ჩართულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა.

საკრებულოს წევრები უკრაინაში ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან (EN)

საკრებულოს წევრები უკრაინაში ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან (EN)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდოამარე იოსებ ბოლქვაძე უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში ,,Ternopil Invest – 2019“ ღებულობენ მონაწილეობას.

ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილია როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ -ეკონომიკური პოტენციალი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება (EN)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება (EN)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 29 მაისს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრგი

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში (EN)

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში (EN)

ჯუმბერ ვარდმანიძემ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების კოორდინატორმა ირაკლი გორაძემ, გარემოს დაცვის ექსპერტმა კახა ბახტაძემ და ჩეხმა ექსპერტმა მიხაელ ჰოშეკმა წარმოადგინეს დაცული ლანდშაფტის მართვის მოდელი და ტერიტორიის ზონირების წინასწარი ვარიანტი.

შეხვედრა თემაზე

შეხვედრა თემაზე "ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" (EN)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში" შემეცნებითი სამუშაო ვორქშოფი "ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" გაიმართა.

გენდერული თანასწორობის გაძლიერება ხელვაჩაურში- შეხვედრა თხილნარში (EN)

გენდერული თანასწორობის გაძლიერება ხელვაჩაურში- შეხვედრა თხილნარში (EN)

21 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ქალებთან მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ცნობიერების ამაღლება , ქალთა გაძლიერება, ქალის როლი საზოგადოებაში და პოლიტიკაში, ქალის ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობებში,
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ხელმძღვანელის, მერის მრჩევლის გენდერულ საკითხებში მაგდანა მალაყმაძის ორგანიზებით მოეწყო. .

შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის კონკურენტული უპირატესობები (EN)

შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის კონკურენტული უპირატესობები (EN)

21 მაისს, სასტუმრო „ჰილტონში“, ადგილობრივი დაინტერესებული პირებისათვის, რეგიონული განვითარების საკითხებზე - „შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი, მისი მიზიდულობის ცენტრები და კონკურენტული უპირატესობები“ - დიალოგის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გურანდა დოლიძე , ხათუნა დიასამიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში (EN)

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში (EN)

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაზე განიხილეს აჭარის რეგიონში HCV, HIV, TB ინტეგრირებული სკრინინგის შედეგები, პრობლემები და მოსახლეობის გამოკვლევებით მოცვის მაჩვენებელთა გაუმჯობესების გზები. 

25 მაისს, სოფელ კაპნისთავში ფესტივალი

25 მაისს, სოფელ კაპნისთავში ფესტივალი "კაპანი" გაიმართება (EN)

"კაპანი" - ამ სახელწოდების ფესტივალი გაიმართება სოფელ კაპნისთავში მიმდინარე წლის 25 მაისს, რომლის მიზანია ტურიზმის განვითარება, სოფლის ცნობადობის გაზრდა, აქ არსებული რესურსების გაცნობა და ზოგადად კაპნისთავის პოპულარიზაცია.

დასაწყისი 14:00 საათი. ფესტივალზე დასწრება უფასოა.