ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო. დღეს შერეული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.