"დროის ბანკის" პრეზენტაცია ხელვაჩაურში

"დროის ბანკის" პრეზენტაცია ხელვაჩაურში

გრძელდება "დროის ბანკის" პრეზენტაციები ახლა უკვე აჭარის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის. „დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ის მეშვეობით. დამსწრე საზოგადოება გაეცნო „დროის ბანკის“ არსს, მის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და საიტის მუშაობის პრინციპს. #Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში. აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ #CSSIGE ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა #EUforGeorgia და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს #GIZ მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი #CSI, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #CSRDG, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი #CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი #EDEC. #დროისბანკი #დროისბანკიაჭარა