ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარისწყლის მოსახლეობას შუამდგომლობას უწევს

ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარისწყლის მოსახლეობას შუამდგომლობას უწევს

მდინარე ჭოროხისა და მაჭახლის შესართავთან, სადაც ინერტული მასალის ამოღება ხდება, გზის საფარი ჭუჭყიანდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ხელვაჩაურის მუნიციოალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილე კახა ფუტკარაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა შპს „აჭარ ენერჯის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ შესრულებული სამუშაოების შედეგად არ მოხდება გზის საფარის გაჭუჭყიანება. იმავე დღეს აღნიშნული გზის პერიმეტრი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გაიწმინდა.