ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე უფასო სასადილოს ეწვია

ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე უფასო სასადილოს ეწვია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის "უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის" ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძემ საკრებულოს წევრებთან გურანდა დოლიძესთან და დავით სამნიძესთან ერთად უფასო სასადილოს ეწვია და იქ არსებულ მდომარეობას გაეცნო. აღნიშნულ პროგრამაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 103 მოქალაქეა ჩართული, რომლისთვისაც წლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77070 ლარი იხარჯება. პროგრამის მიზანია ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. უფასო სასადილოში ვიზიტისას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი შორენა ზაქარაძეც იყო ჩართული.