დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  სხდომა ჩატარდა

ბიუროს სხდომაზე  დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის  2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ბიუჯეტში ცვლილებები ხარჯების ნაწილში ზრდამ გამოიწვია. ჩატარებული ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ ჯამში 498 001 ლარი შეადგინა, რომელიც  რიგი ღონიძიებების გასატარებლად დაიხარჯება.ცვლილება შედის განათლების კულტურისა და სპორტის  სამსახურის პროგრამებში, კერძოდ  სპორტულ ღონისძიებებში, ახლახანს  საფეხბურთო კლუბმა  მაჭახელამ ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის გათამშებაში  წარმატება მოიპოვა და 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული  ლიგის პირველ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფეხბურთელები ფულადი ჯილდოს მიიღებენ. 

ბიუროს სხდომაზე დღის წერიგით 8 საკითხი იყო წარდგენილი.

ბიუროს სხდომას საკრებულოს ბიუროს წევრები, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.