დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ხელვაჩაურში

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მიულოცა და 42 წარმატებულ, ღვაწლმოსილ, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა დედებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 3 მარტის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, დუეტები, ტრიო და ჭარნალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ღონისძიებას ადგილობრივები, მერიის, საკრებულოსა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.