დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში

დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში

„გავუფრთხილდეთ გარემოს და შევინარჩუნოთ სუფთა სოფელი“ - ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების აქციების ჩატარება გრძელდება. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა და   მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ბის წარმომადგენლებმა სოფელ კაპანდიბიდან სოფელ ერგემდე ტერიტორია დაასუფთავეს.

  აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა. 
დასუფთავების აქცია საზოგადოებასთან ურთიეთრთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.