ჭარნალში მინი სტადიონი და სკვერი მოეწყობა

ჭარნალში მინი სტადიონი და სკვერი მოეწყობა

სოფელ ჭარნალში მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობა.

სკვერში დამონტაჟდება მოსასვენებელი ფანჩატური, მინი გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები.

პროექტის ღირებულება 105 549 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ნიკ მშენი" აწარმოებს.