ბიუროში მახოში მცხოვრებ 5 ოჯახთან შეხვედრა შედგა

ბიუროში მახოში მცხოვრებ 5 ოჯახთან შეხვედრა შედგა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის - ილია ნაკაშიძის ბიურიში სოფელ მახოში (ონტოფო) მცხოვრებ 5 ოჯახს ბიურის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპსალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, საქართველოს ენერგრტიკის სამინისტროსა და თურქული კომპანიის -„აჭარ ენერჯი-2000“-ის წარმომადგენლები შეხვდა.

მოსახლეობამ ბიუროს განცხადებით მიმდინარე წლის 13 თებერვალს მიმართა, რის საფუძველზეც ბიურომ შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო.

დღეს მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქული კომპანია საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლის და ზემოთ აღნიშნულ 5 ოჯახს თავის წინადადებას წარუდგენს.