ბიუროს სხდომაზე 3 საკითხზე იმსჯელეს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.
ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით 3 საკითხია წარდგენილი.
ცვლილება შედის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელ პროგრამებში, ცვლილების თანახმად პროგრამაში დაჩენილი ეკონომიით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განცხადებები, ჯამში 4 სტუდენტია, გაიცეს ერთჯერადი სტიპენდია, აღნიშნულ საკითხზე ბიუროს წევრებმა იმსჯელეს და კენჭისყრის შედეგად პროგრამაში ცვლილებები განხორციელდება საკრებულოს სხდომაზე.
ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ.