ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ შეხვედრა

ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ შეხვედრა

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ბავშთა მიმართ ძალადობის და ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გამგეობის, პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. 

   1 თვის წინ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ბავშთა მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები, ლეგალური ასპექტები- კანონმდებლობის მიმოხილვა, ბავშთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, ბავშთა დაცვის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის მეთოდები, სათემო მუშაობა, რეგიონული მომსახურება - ამ და სხვა თემებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. 
ტრენინგის მიზანი აჭარის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა. ტრენინგს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადეგნლებმა ჩაატარეს.