ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძრელდება. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლეთან ერთად ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 
ამჟამად ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი. ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ნახევარსაუკუნოვან შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.