ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.
ამჟამად ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი.
ნახევარსაუკუნოვან შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.