ახალშენის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე ახალშენის საბავშვო ბაღში წყლის რეზერვუართან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაზიანებული წყლის რეზერვუარის შეცვლა ახალი 5 ტონიანი რეზერვუარით უმოკლეს ვადებში მოხდება. ობიექტზე სამუშაოებს მერიის დასუფთავების, გამწვანებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.