ახალგაზრდობის ცენტრში შშმ პირთა მშობელთა კლუბის შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდობის ცენტრში შშმ პირთა მშობელთა კლუბის შეხვედრა გაიმართა

    ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მშობლები, აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
    შეკრებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები და მათი საჭიროებები განიხელეს. ასევე ისაუბრეს სკოლამდელი და ზოგადი განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სერვისების ხელმისწავდომობის საკითხებზე.
    მორიგი შეხვედრა შედგება მიმდინარე წლის 3 აპრილს.