ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა

 

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაზომვა, საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და ურთიერთგაზიარება, სწორედ ამ საკითხების შესახებ სამოქალქო საზოგადოების ინსტიტუტის  ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა   გაიმართა.

შეხვედრაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ჩართული  წარმომადგენლობითი ორგანოდან საკრებულოს წევრები სულხან დუმბაძე და იოსებ ბოლქვაძე, ხოლო   მერიიდან არჩილ ბარამიძე და არჩილ მხეიძე იყვნენ.

სამუშაო შეხვედრის შემდგომ სამოქალქო საზოგადოების ინსტიტუტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობაში ჩართულობის შესახებ შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია იხილეთ 

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაზომვა ითვცალისწინებს, რომ მუნიციპალიტეტმა საპილოტე შეფასების პროცესის განხორციელებისა და შედეგების ურთიერთგაზიარებით  უკეთ გააანალიზოს არსებულ მონაწილეობითი პროცესები და მიღწეულ შედეგები, განსაზღვრვროს საკუთარ შესაძლებლობები და გამოწვევები მონაწილეობითი პროცესების წარმართვის და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების კუთხით.

მიღებული რეკომენდაციებისა და სხვა მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით შეძლებენ გააუმჯობესონ მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ  სტანდარტებთან დაახლოებას, ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის დამკვიდრებას, ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) პრინციპების დანერგვასა და საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას, დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევის მიზნით.