აჭარისწყალის სოფლებში დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები იოსებ ბოლავაძემ დაათვალიერა

დღეს საკრებულოს სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძემ მერიის მშენებლობის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსთან დურსუნ ჩხეიძესთან ერთად აჭარისწყლის თემში შემავალ სოფლებში მიმდინარე და უკვე დასრულებული ობიექტები დაათვალიერა.
ხელმძღვანელმა პირებმა შემდეგი ობიექტები დაათვალიერს.
სოფელ კიბეში შიდა სასოფლო გზების არმირებული წესით დაბეტონება.
სოფელ ევგენიძეებში სასმელი წყლის სისტემაზე სალექარისა და საქლორატოროს მშენებლობა.
სოფელ მაღლაკონში სასმელი წყლის სისტემაზე სალექარის მშენებლობა.