აჭარის პროფესიულ გაერთიანებაში სემინარი გაიმართა

აჭარის პროფესიულ გაერთიანებაში სემინარი გაიმართა

შრომის უფლებები, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, დასაქმებულ მუშაკ ქალთა უფლებები, როგორ არის დაცული საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებები, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და პრობლემების აღმოფხვრის გზები - ამ და სხვა თემებზე დღეს აჭარის პროფესიულ გაერთიანებაში სემინარი გაიმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის რეფერენტი გენდერის საკითხებში და ხელვაჩაურის პროფკავშირების თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
სემინარი საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.