აჭარის ა.რ. მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

2017 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიმდინარე წლის შეფასებები მოისმინა. სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდა.
ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე, რა მიმართულებითაც სხვადასხვა უწყებები აგრძელებენ მუშაობას.
მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 3 საკითხი. მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ანგარიში წარადგინა. პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 15 725 198 ლარი.