50 წლის კულტურის სახლის შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება

  50 წლის კულტურის სახლის შენობას  კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება

    დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ზვიად ხალვაში და ახალშენის მაჟორიტარ დეპუტატი გურამ დუმბაძე გაეცნო.
    ამჟამად ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 309 330 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „რუმსი“ აწარმოებს. შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი. ობიექტის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი. 
  50 წლის შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.