29.01.17. 13:00 საათისთვის დიდთოვლობასთან არსებული ინფორმაცია

  ხელვაჩაურში დიდთოვლობაა. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური გზები. ამჟამად მიმდინარეობს ცენტრებიდან სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდა. სამუშაებს აწარმოებს 11 ერთეული ტექნიკა. 
ამ დროისთვის მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და „ენერგოპრო-ჯორჯიას'' ბრიგადები. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. 
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.        უამინდობა კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება.