27 აგვისტოს სარფში ივერიის და აწყურის ღვთისმ. ხატები დაბრძანდება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მამა სერგის და მამა ზაქარიას შეხვდა. უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე წლის 27 აგვისტოს 17:00 საათზე სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დაბრძანდება. მოსახლეობას სიწმინდეების მოლოცვა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
ამჟამად ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები ბათუმის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ხატებმა მომლოცველობა სტეფანწმინდიდან დაიწყეს და საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონი უნდა მოიარიოს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.