2021 ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 597 000 ლარით გაიზარდა

2021 ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 597 000  ლარით გაიზარდა

 დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართა . სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებული 5  საკითხი იყო წარდგენილი. პირველ საკითხად 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დადგენილების პროექტის თანახმად  სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარება ბინის ქირით უზრუნველყოფა 31 ივლისის ჩათვლით 250 000 ლარი განისაზღვრა. ასევე ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოებს სოფელ ქვედა სალიბაურში სასაფლაოებთან საყრდენი კედლის მოწყობის I-II ნაწილის სამუშაოების შესრულებისათვის- 134 660 ლარი, ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურს გაწმენდითი სამუშაოებისა და სხვადასხვა მასალების შესაძენად სუბსიდია-120 000 ლარის ოდენობით, შ.პ.ს. „ხელვაჩაურის წყალკანალ“-ს სამშენებლო მასალების შეძენისათვის-68 812 ლარი.