2021 ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 581514 ლარით გაიზარდა

2021 ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 581514 ლარით გაიზარდა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველად 2 საკითხი იყო წარდგენილი. 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად ხარჯვით ნაწილს   581 514 ლარის  დაემატა, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრატრუქტურულ სამუშაოების განსახორციელებლად  დაიხარჯება.

სოფელ ზანაქიძეებში ფარტენაძეების, დიდმანიძეების და გურგენიძეების დასახლებაში შიდა სამანქანე ხიდის მოწყობად  121 210 ლარი გამოიყო, სოფელ მირვეთში ცენტრის კეთილმოწყობისათვის 170 752 ლარი, გრძელდება  წინა წელს დაწყებული სასმელი წყლის ორი   პროექტი. სოფელ წინსვლაში ვანელების დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოსაწყობად  67 707 ლარი და სოფელ სამებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობად 106 845 ლარი დაიხარჯება.

დღესვე სხდომაზე საკრებულოს ახალი  წევრის საკითხი მიიღეს ცნობად. საკრებულოს წევრთა შემადგენლბას ილია სირაბიძე დაემატა.