2019 წლის ბიუჯეტის ხარვით ნაწილს 70756 ლარი დაემატა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს. სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს წევრმა სულხან დუმბაძემ გასულ დღეებში მუნიციპალიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, თოჯინების სახალხო თეატრის გასტროლზე უკრაინაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე- ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხში და მუნიციპალიტეტის თვითშეფასების სქემის ამოქმედების შესახებ გააკეთა მოხსენება და საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელ პირებს მიღწეულ წარმატებები მიულოცა . ✅რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალსიწინებულ საკითხებს, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ მოხსენება მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გააკეთა,დადგენილების პროექტის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალსიწინებს, როგორც საკითხის მომხსენებელმა განაცხადა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 70756 ლარით იზრდება . ✅ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდის შედეგად ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამებში. ✅სოფელ სიმონეთში სკვერის მოსაწყობად დამატებით 8470 ლარი გამოიყოფა. ✅სოფელ ხელვაჩაურის საჯარო სკოლასთან სკვერისა და მინი მოედნის მოსაწყობად დამატებით 22850 ლარი დაიხარჯება. დღესვე სხდომაზე შესაფასებლად წარდგენილი იყო 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში, ბიუჯეტი 3 კვარტლის მონაცემებით 88.4 % არის შესრულებული, რაც საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.