2018 წლის 25 თებერვალს 12 საათზე საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

2018 წლის 25 თებერვალს 12 საათზე  საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

 2018 წლის 25 თებერვალს 12:00 საათზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობისა და პატივმიგების ცერმონია გაიმართება. ღონისძიებას რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და  საკრებულოს წარმომადგენლები  დაესწრებიან.

ასევე 25 თებერვალს, 12:00 საათზე,  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: " საქართველოს გასაბჭოება და რეპრესიები, რეჟიმის უარყოფითი მხარეები", რომელსაც წაიკითხავს მოწვეული ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.