2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში  2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვა გაიმართა.   მომავალი წლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 15 641 600 ლარით (თხუთმეტი მილიონ ექვსასორმოცდაერთი ათას ექვსასი) არის განსაზღვრული. აუდიტორიას მომავალი წლის პრიორეტეტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად წარუდგინა.

  2017  წლის პრიორიტეტები  შემდეგნაირად გადანაწილდა:  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 7 380 214   ლარი;  წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები - 3 492 677  ლარი; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 1 951 696  ლარი;  მოსახლეობის სოცილალური უზრუნველყოფა - 184 180 ლარი; ჯანმრთერლობის დაცვის ღონისძიებები - 330 316 ლარი; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა - 1 539 388 ლარი; კულტურის, რელიგიის,ახალგაზრდობისა და სპორტის სფერიოს ხელშეწყობა- 1 366  033 ლარი;

  2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად ურეხში 23 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის მეორე ეტაპისთვის 1 432 789 ლარი, ხოლო ფერდსამაგრი კედლების მშენებლობისთვის 7 380 214 ლარია გამოყოფილი.

  ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

   შეხვედრას ადგილილობრივი მოსახლეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.