2017 წლის 29 აპრილს სოფელ ახალსოფელში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

2017 წლის 29 აპრილს სოფელ ახალსოფელში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

   2017 წლის 29 აპრილს, შაბათს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება 12:00 საათიდან შეეძლებათ. 
უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. დაგეგმილა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები. 
  უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.