2016 წლის 9 ნოემბერს ხელვაჩაურში „მაჭახლობა -2016“ გაიმართება

   2016 წლის 9 ნოემბერს ხელვაჩაურში „მაჭახლობა -2016“ გაიმართება

2016 წლის 9 ნოემბერს, 13 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ტრადიცული სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა -2016“ გაიმართება. 
  სახალხო დღესასწაულზე ღია ცის ქვეშ კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ტრადიციული კერძები დააგემოვნონ.
ხვალ სახალხო დღესასწაულზე დაჯილდოვდება საპატიო მაჭახლელი - ადგილობრივი ნოდარ მორთულაძე. ღონისძიების მსვლელობისას საპატიო სტუმრებს გადაეცემათ სიმბოლურად აჭარული ქამრები.
"მაჭახლობა" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2007 წლიდან აღინიშნება.