2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის ამერიკელმა მოხალისემ დეინა ვაისმა

 2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის  ამერიკელმა მოხალისემ დეინა ვაისმა
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომელმა, მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ დეინა ვაისმა, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის 2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.
მოპოვებული საგრანტო თანხა პროგრამის „Lets Girls Learn”-ის, განხორციელებას მოხმარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ეკო-ბანაკი კოლხეთის ეროვნულ პარკში. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელვაჩუარის ახალგაზრდობის ცენტრის წევრი მოზარდი გოგონები.