2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის ამერიკელმა მოხალისემ

2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის ამერიკელმა მოხალისემ

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომელმა, მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ დეინა ვაისმა, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრისთვის 2 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

მოპოვებული საგრანტო თანხა პროგრამის „Lets Girls Learn”- ის, განხორციელებას მოხმარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ეკო-ბანაკი კოლხეთის ეროვნულ პარკში. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელვაჩუარის ახალგაზრდობის ცენტრის წევრი მოზარდი გოგონები. 
ბანაკი დატვირთული იქნება სათავგადასავლო აქტივობებით, როგორიცაა: თევზაობა, ნავით სეირნობა, კემპინგი. საგანმანათლებლო ტრენინგებით შემდეგ თემებზე: გარემოს დაცვა, პირველადი დახმარების გაწევა, ლიდერობა, სიციალური მედია, ონლაინ უსაფრთხოება. 
ბანაკიდან დაბრუნებული გოგონები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ.

კიდევ ერთი დონაცია, რაც ახალგაზრდობის ცენტრის ამეირკელი მოხალისის დეინა ვაისის დამსახურებით განხორციელდა, შეეხება ახალგაზრდობის ცენტრის ბიბლიოთეკის ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურით გამდიდრებას. 

დეინა უაისის სპეციალური თხოვნის წერილით, ორგანიზაცია „Darien Book Aid-ის “პროექტის „წიგნიერებისა და განათლების გავრცელება მსოფლიოში“ ფარგლებში, ახალგაზრდობის ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 30 დასახელების წიგნი, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული კლასიკური ნაწარმოებები. აღნიშნული დონაცია, ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, ორიგინალში გაეცნონ მხატვრული ლიტერატურის შედევრებს. ორგანიზაცია „Darien Book Aid“ 1949 წლიდან არსებობს. 

დეინა უაისი, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევის საკონკურსო განაცხადზე დადებითი პასუხის შედეგად, 2 წლის სამუშაო ვადით 2017 წლის ივნისში ჩამოვიდა და იგი ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომელი 2019 წლის ივლისამდე იქნება. ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ამ პერიოდის მანძილზე, მოხალისეობრივ საწყისებზე ჩატარებული აქვს სხვადასხვა დასახელების ტრენინგი და აქტივობა, გარდა ამისა მონაწილეობას ღებულობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.