12 დეკემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

12 დეკემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

1.დადგენილების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ”  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის #2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

მომხსენებელი: მირზა ბახტაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

 

2.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ხათუნა დიასამიძის უფლებამოსილების ცნობად მიღების თაობაზე.

 

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

3.ფრაქცია ”ქართული ოცნება-კონსერვატორები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.

 

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

4.ფრაქცია ”ქართული ოცნება-მრეწველები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.

 

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

5.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო  უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ”ხელვაჩაურის სასაფლაოები”-სათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და გადასაცემ ქონებაზე ”სასაფლაოს სტატუსის” მინიჭების შესახებ.

 

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

 

6. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.”

 

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

 

7. სხვადასხვა