12 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება

 12 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი    სხდომა  ჩატარდება  მიმდინარე წლის 12 დეკემბერს,  12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან.

 

სხდომის დღის წესრიგი

 

1. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო  უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ”ხელვაჩაურის სასაფლაოები”-სათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და გადასაცემ ქონებაზე ”სასაფლაოს სტატუსის” მინიჭების შესახებ.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

2. ფრაქცია ”ქართული ოცნება-კონსერვატორები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. ფრაქცია ”ქართული ოცნება-მრეწველები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ხათუნა დიასამიძის უფლებამოსილების ცნობად მიღების თაობაზე.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5. სხვადასხვა