ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათამდე მეწყრული პროცესი განვითარდა

უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათამდე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზის და სასმელი წყლის მილები ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში. სიტუაცია ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მახინჯაურის, ფერიის, შარაბიძეების და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ღონისძიებებში ჩართულია აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სოკარ ჯორჯია გაზის, ხელვაჩაურის კომუნალური სამსახურისა და წყალკანალის შესაბამისი სამუშაო ჯგუფები.

პარალელურად, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია და გეოლოგიური სამსახური სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას შეისწავლის.