ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარე შე სხდომა ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგ გარე შე სხდომა ჩატარდა

დღეს გამართულ რიგ გარეშე სხდომაზე   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობა მიეცა, 2020 წლის ოქტომბრის თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განვითარებული მეწყრული პროცესების  აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონიძიებების გატარებაზე.
მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 49 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარებული მეწყერის შესაჩერებლად  ფერდსამაგრი ნაგებობების მოსაწყობად შეძენილი იქნება პროქტები.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება დაიწყება ეტაპობრივად 2021 წლიდან, შესაბამისად ის 49 ოჯახი, რომლებიც ქირით არიან გაყვანილი, დაუბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.