ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე წარდგენილი იყო განკარგულების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების თაობაზე.
შეგახსენებთ,რომ 2017 წლიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნადიმ ვარშანიძე თავმჯდომარეობდა, მას შემდეგ რაც ნადიმ ვარშანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში "ქართული ოცნებიდან"პარტიული სიით არის წარდგენილი,თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ პერიოდისათვის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ასრულებს.