ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრგით გათვალსიწინებულ სამ საკითხს უყარეს კენჭი. განკარგულების პროექტის თანახმად შ.პ.ს „ერა პალასი“–ს დირექტორმა ამირან დარჩიძემ მუნიციპალიტეტის მერიას მომართა თხოვნით და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაუქმებულიყო საიჯარო ხელშეკრულება და ის გადაეცათ აღნაგობის უფლებით.წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ქ. ბათუმში, დასახლება გონიოში მდებარე 828 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.36.24.324) პირდაპირი გზით სარგებლობის უფლებითგადაცემისათვის თანხმობის მიცემა და მასზე საწყისი საფასურის დადგენა. სხდომაზე ასევე დამტკიცდა განკარგულების პროექტები„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის №65 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.