
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მინდია დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.


პროგრამა ითვალისწინებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა 54 განცხადება საიდანაც 54-ვე დაკმაყოფილდა.

აქვე გაცნობებთ, რომ პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, წახალისებისა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.