უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია

უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია

უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია

აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან ერთად ადგილობრივებს კონსულტაცია გაუწიეს თვალის კლინიკა ,,ოკულუსმედის’’ წარმომადგენლებმა. აქციაში ჩართული იყო ქირურგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი.
მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ.

პაციენტებს, რომელთაც ვერ შეძლეს ამბულატორიაში მისვლა, ოჯახში, ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები.

გამოკვლევებით 90-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.