უფასო სამედიცინო აქცია ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში

უფასო სამედიცინო აქცია ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში

შაბათს, 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ჭარნალის ამბულატორიაში თვალის კლინიკა ,,ოკულუსმედის’’ წარმომადგენლები უფასო კონსულტაციებს გაუწევენ ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას. უფასო სამედიცინო აქციები, ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.